გაზაფხულის დადგომის მიუხედავად ბახმაროს გზა თოვლისა და ლიპყინულის გამო კვლავ ჩაკეტილია.
“გურია ნიუსმა” სცადა გარკვევა, თუ როდის დაიწყება ბახმაროს მიმართულებით გზის წმენდა.
ბახმაროს მიმართულებით გზის გახსნა როდისთვის იქნება შესაძლებელი,_ ამ კითხვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ ბახმაროს გზის გაწმენდა-გახსნა არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენცია.
“ბახმაროს გზის გაწმენდა-გახსნა არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენცია. სავარაუდოდ გზის გაწმენდა დაიწყება მიმდინარე თვის ბოლოს”,_ გვპასუხობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მუნიციპალიტეტის მერიიდან პასუხის მიღების შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში “გურია ნიუსს” უთხრეს, როგორც კი გამოიდარებს, სავარაუდოდ შედეგი კვირიდან დაიწყება გზის წმენდა.
ინფორმაციისთვის, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2025 წლის 4 დეკემბრიდან აკრძალულია.
The post ჩოხატაური-ბახმაროს მონაკვეთზე მოძრაობა ისევ აკრძალულია- როდის დაიწყება გზის გაწმენდა appeared first on გურია ნიუსი.