
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
პირდაპირ ვიტყვი, მეგობრებო. ცუდად არ გამიგოთ.
არ მაინტერესებს არც ფასები, არც სასკოლო ფორმა, არც არაბების ინვესტიცია, არც მაღაროელები…
სანამ ქვეყანაში არის რეჟიმი, რომელიც მიგვაქანებს უღირსი დიქტატურისკენ.
არავის მიმხრობას არ ვცდილობ,
ორი წელიწადია თავგანწირვით იბრძვის საზოგადოება:
ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ…
ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება,
არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…
ვინც ამან ვერ შეაგულიანა, არ გაუჩინა თანაგრძნობა,
თუნდაც საკუთარი გასაჭირით შემოერთებოდა წინააღმდეგობას –
მე მის მიმხრობას და შეგულიანებას არ ვეცდები.
რაც არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ვარ ან პატივს არ ვცემ მათ დამოკიდებულებას.
იქნებ ისინი არიან მართლები და მე მტყუანი.
ყოველთვის გამიხარდება, თუ უფლებააყრილი ადამიანი გამოვა საბრძოლველად – თუ სხვისი არა, საკუთარი უფლებების დასაცავად.
თუ ისევ გაუჩნდება გამარჯვების იმედი, თუ ისე დაინახავს, როგორც მე ვხედავ, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს.
არ მიიჩნიოთ, რომ ვინმეს ვსაყვედურობ ან ნაწყენი ვარ.
პირიქით, ყველას ვგულშემატკივრობ;
უბრალოდ მათ მომხრობას და სხვადასხვა საკითხებით ქუჩაში გამოყვანას ვერ ვიტვირთავ,
და არც მევალება. პოლიტიკურ პარტიებს, თუ აქვთ ასეთი ხედვა, მცდელობა – მხარს ვუჭერ.
ერთი ბატონის ტრიუკების ქვეყანაში ცხოვრება არ არის ღირსეული,
რა მანქანაც არ უნდა გყავდეს და რა ხედიც არ უნდა ჰქონდეს შენს ბინას.
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება და ღირსება.
ეს მოთხოვნა ხიბლს ვერ დაკარგავს.