სიახლე

ირანი ამ ეტაპზე არ გეგმავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებას

Alia

ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა მანამდე სახელმწიფო მედიით გავრცელებული ცნობა, რომ არ გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მეორე რაუნდში მონაწილეობას. საუბარია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე. პირველი 11-12 აპრილს გაიმართა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში და წინასწარი ინფორმაციით, ამ კვირაში უნდა გაგრძელებულიყო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა: ,,ამ დროისთვის არ გვაქვს […] The post ირანი ამ ეტაპზე არ გეგმავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებას appeared first on .

პირველწყარო →

ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა მანამდე სახელმწიფო მედიით გავრცელებული ცნობა, რომ არ გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მეორე რაუნდში მონაწილეობას.

საუბარია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე. პირველი 11-12 აპრილს გაიმართა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში და წინასწარი ინფორმაციით, ამ კვირაში უნდა გაგრძელებულიყო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა:

,,ამ დროისთვის არ გვაქვს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გეგმები და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადებების მიუხედავად, აშშ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არანაირად არ მიუთითებს დიპლომატიური პროცესისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე.“

The post ირანი ამ ეტაპზე არ გეგმავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებას appeared first on .


მსგავსი