სიახლე

ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს – მეუფე იაკობი

Alia

ეკლესიის საქმეებში ცხვირს არავის ჩავაყოფინებთ, – ამის შესახებ მეუფე იაობმა საკვირაო ქადაგებისას თქვა. სასულიერო პირის თქმით, ეკლესიის საქმიანობაში გარე ჩარევა დაუშვებელია და გადაწყვეტილებებს თავად ეკლესია მიიღებს. მისი თქმით, სასულიერო პირები არ დაუშვებენ პოლიტიკურ გავლენას ეკლესიის შიდა პროცესებზე და, მათ შორის, პატრიარქის არჩევაც მხოლოდ სინოდის ფარგლებში განხორციელდება. იაკობი აღნიშნავს, რომ ეკლესია დამოუკიდებლად მართავს საკუთარ საქმიანობას და არ […] The post ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს – მეუფე იაკობი appeared first on .

პირველწყარო →

ეკლესიის საქმეებში ცხვირს არავის ჩავაყოფინებთ, – ამის შესახებ მეუფე იაობმა საკვირაო ქადაგებისას თქვა. სასულიერო პირის თქმით, ეკლესიის საქმიანობაში გარე ჩარევა დაუშვებელია და გადაწყვეტილებებს თავად ეკლესია მიიღებს.

მისი თქმით, სასულიერო პირები არ დაუშვებენ პოლიტიკურ გავლენას ეკლესიის შიდა პროცესებზე და, მათ შორის, პატრიარქის არჩევაც მხოლოდ სინოდის ფარგლებში განხორციელდება. იაკობი აღნიშნავს, რომ ეკლესია დამოუკიდებლად მართავს საკუთარ საქმიანობას და არ საჭიროებს გარედან მითითებებს.

“გავიხსენოთ პანდემიის პერიოდი. ახლა, რომ უშლიან “ნაციონალური მოძრაობის წევრებს” ეკლესიაში მოსვლას, გავიხსენებ პანდემიის პერიოდს. რას აკეთებდა მაშინდელი პარლამენტი, მაშინდელი მთავრობა და მაშინდელი ოპოზიცია მთლიანად. ხელი რას მოაწერეს? ჩვენს წინააღმდეგ წავიდნენ, ქრისტეს წინააღმდეგ წავიდა ყველა. აბა, კარგად გადაიხედონ, გახარიას ნუ დააბრალებენ მარტო, იქ ვიყავი ხოლმე პატრიარქთან, როგორ მოდიოდნენ, როგორ რა იყო… და, არ დავუშვებდი იმას, არც ახლა დავუშვებ, რომ ვიღაცეებმა, ეკლესიაში თუ არ არის მათი საქმე, ეგ გაატარონ. ჩენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ ყველაფერში. ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ. კარგად გაითვალისწინოს ყველამ. მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება და რა თქმა უნდა, ღმერთთან იქნება პირველ რიგში პასუხისმგებელი და ჩვენთან. დანარჩენი, ილუზიები, ყველამ დაივიწყოს. ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს, ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ. აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ, რა – არა, ვინც ჩარევას დააპირებს, – თქვა მეუფე იაკობმა. 

 

 

 

 

 

 

The post ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს – მეუფე იაკობი appeared first on .


მსგავსი