“უხვი ნალექის შედეგად, შესაძლოა, ყველა მეწყრული პროცესი გააქტიურდეს” – რას ამბობს ნინო ჩხობაძე
„გაზაფხულის პერიოდში სეზონურია მდინარეების ადიდება და კალაპოტებიდან გადმოსვლა. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ მდინარეებზე, სადაც მცირე რაოდენობით ჩამონადენი გვქონდა, ძალიან ბევრმა სახლები და სავარგულები გააშენა“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ ეთერში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა. „გეოლოგიურად მძიმე რეგიონში ვართ და ძალიან ბევრი საფრთხის ზონა გვაქვს. რიგ შემთხვევაში არაპროგნოზირებადია პროცესები, არავინ ელოდა რომ კურსებში ასეთი რამ მოხდებოდა. კურსებში მაგალითად იყო ოდესღაც ჩამოწოლილი მეწყერი, რომელიც შემდგომ დასტაბილურდა, მაგრამ უცებ ამოქმედდა. დიდი წვიმების შედეგად, შესაძლოა, ყველა მეწყრული პროცესი გააქტიურდეს, ამ მხრივ, ხევებიც კი მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენს ორგანიზაციას ძალიან კარგი ჯგუფი ჰყავს… The post “უხვი ნალექის შედეგად, შესაძლოა, ყველა მეწყრული პროცესი გააქტიურდეს” – რას ამბობს ნინო ჩხობაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →