საქალაქოში ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე დასკვნით სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ბრალდებული გიორგი მიქაძე და მისი კანადელი ადვოკატიც. სასამართლოს გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას… The post საქალაქოში ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →