სიახლე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 55-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა

მედიაცენტრი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 55-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა. „ბავშვებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებზე. გაიგეს, რატომ აქვთ მიუსაფარ ცხოველებს სპეციალური საყურე ნიშანი ( საჭდე), ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ქუჩაში მყოფ ცხოველს დახმარება დასჭირდება. წახალისების მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს. პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება. თუ გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში მსგავსი გაკვეთილი ჩაატაროს, დაგვიკავშირდით: 550 05 41 44 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. The post ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 55-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი