სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის სახლების მშენებლობაზე” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას მწვავე შეფასებას აძლევს და აცხადებს რომ სახეზეა კრიზისი, რომელსაც სამი ძირითადი მიზეზი აქვს:
“ტურიზმის სექტორი, რომელიც ქოცების მიერ არდასაქმებული, ჩვეულებრივი ადამიანების მთავარი შემოსავლის წყაროა, კატასტროფულ ვარდნას განიცდის. უამრავი სასტუმრო და კვების ობიექტი იყიდება ან საერთოდ იკეტება, ძალიან ბევრ, სფეროს მუშაკს უჭირს ოჯახების შენახვა.
ამ კრიზისს სამი ძირითადი მიზეზი აქვს. საერთაშორისო სიტუაციის გაუარესება, ქოცების მიერ ტურიზმის ფეხზე დაკიდება და მთელ მსოფლიოში შექმნილი მყარი სურათი საქართველოსი, როგორც დიქტატორული ქვეყნის.
თავის დროზე, როცა ვთქვი, რომ ჩემი ვადის ამოწურვამდე საქართველოში წელიწადში 5 მილიონ ტურისტს ჩამოვიყვანდი, გიჟად შემრაცხეს, ვინაიდან მაშინ ნამდვილი ტურისტები, პრაქტიკულად არ ჩამოდიოდნენ. მე ამ ციფრს გადავაჭარბე, პროაქტიული პოლიტიკით, ჩემი პირადი ჩართულობით, საქართველოს რეკლამით და აქედან პოზიტიური ისტორიების მთელს ქვეყანაში გატანით. ტურიზმი არის როგორც ყვავილი, რომელსაც მუდმივად უნდა ასხა წყალი.
ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის სახლების მშენებლობაზე. ე.ი. იმის მაგივრად, რომ იგივე რუსები, ტურისტებად ჩამოდიოდნენ და მიდიოდნენ და ყოველ ჯერზე ფულს ხარჯავდნენ, ესენი ერთჯერადად ართმევენ ფულს ბინაში, ამ ფულს ჯიბეში იდებენ და შემდეგ, ჩამოსული უცხოელები აქ ქმნიან ბიზნესებს და იქით გვართმევენ ფულს.
თუ რომელიმე სექტორს ჭირდება რეჟიმის სასწრაფოდ შეცვლა, ეს პირველ რიგში ტურიზმია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის სახლების მშენებლობაზე” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი