სიახლე
„აზოვმა“ ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
მედიაცენტრი
უკრაინულმა ბრიგადა „აზოვმა“ ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „აზოვის“ პირველი კორპუსი აცხადებს, რომ დონეცკის გარშემო ყველა ლოგისტიკური მარშრუტი უკრაინის თავდაცვის ძალების დრონების კონტროლის ქვეშაა. კორპუსი აღნიშნავს, რომ ქალაქის გარშემო გზებზე ყველა სამხედრო ობიექტი განადგურდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატის პილოტები შორეულ ოპერატიულ ზონაში რუსულ ლოგისტიკაზე ნადირობენ და დრონები დონეცკის გარშემო ყველა ლოგისტიკურ მარშრუტს აკონტროლებენ. The post „აზოვმა“ ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.