სიახლე

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ტვ ოდიში

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღის ვადით გადაიყვანეს. მას შესაბამისი პროცედურები და გამოკვლევები ჩაუტარდრბა. სასმაართლო პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა ამბულატორიულ გამოკვლევას, თუმცა მოსამართლე ბებიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 59 წლის მამაკაცი სტაციონარული გამოკვლევებისთვის ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. მკვლელობა სამ აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მოხდა. ირკვევა, რომ მკვლელობაში […] The post პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღის ვადით გადაიყვანეს.

მას შესაბამისი პროცედურები და გამოკვლევები ჩაუტარდრბა. სასმაართლო პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა ამბულატორიულ გამოკვლევას, თუმცა მოსამართლე ბებიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 59 წლის მამაკაცი სტაციონარული გამოკვლევებისთვის ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

მკვლელობა სამ აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მოხდა. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და მოკლულს სამეურნეო ბიზნესი ჰქონდათ.

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს სამიანობა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ბრალდების მხარის თქმით, დაკავებულმა პენიონერს 5 ჭრილობა თავის არეში ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 73 წლის კაცის ცხედარი მეთევზეებმა იპოვეს – პოლიციამ დანაშაულის იარაღი, დანა უკვე ამოიღო.

The post პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი