დააკავეს რუსი მუსიკოსი, რომელიც დიმიტრი გორდონი ეგონათ
სანქტ-პეტერბურგის მოსკოვის ვაგზალზე უჩვეულო ინციდენტი მოხდა: პოლიციამ ჯგუფ “თავისუფლება მოდაზე მნიშვნელოვანია“ (Свобода важнее моды) ლიდერი, დიმიტრი გალიამინსკი დააკავა. მიზეზი სახის ამომცნობი სისტემა გახდა, რომელსაც მუსიკოსი ძებნილ უკრაინელ ჟურნალისტში, დიმიტრი გორდონში აურია. როგორც გალიამინსკი თავის Telegram-არხზე წერს, ის “ვაგზალზე” გადაადგილდებოდა, როდესაც სამართალდამცველები დაედევნნენ. “მიახლოვდებიან პოლიციელები და ელვისებურად მაკავებენ. სახის ამომცნობმა სისტემამ ჩემში ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ამოიცნო“, – ამბობს მუსიკოსი. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩრდილო-დასავლეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ ეს სისტემის არაკორექტული მუშაობის პირველი შემთხვევაა. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ელენა შელიხოვას განცხადებით, “საშინელი არაფერი მომხდარა, უბრალოდ მუსიკოსი ძალიან ჰგავს ჟურნალისტს“. დი…
პირველწყარო →