სიახლე

ისრაელისა და ლიბანის ლიდერები, 34 წლის განმავლობაში პირველად, ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერები ხვალ ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 34 წლის განმავლობაში. „ვცდილობთ ისრაელსა და ლიბანს შორის მცირე შესვენება ავიღოთ. დიდი დრო გასულა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ესაუბრა, დაახლოებით 34 წელი. ეს მოხდება ხვალ. შესანიშნავია!“, – დაწერა ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართეს. The post ისრაელისა და ლიბანის ლიდერები, 34 წლის განმავლობაში პირველად, ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი