საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესს არ ესწრება ორი ბრალდებული: ავთანდილ გიუნაშვილი და ბექა მაჭავარიანი. მოსამართლე თამარ მახარობლიძის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის თანახმად, მათ არ სურთ დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა. დღევანდელი პროცესი პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ამ წუთებში მოწმის სახით იკითხება მთავარი გამომძიებელი კონსტანტინე კერესელიძე, რომლის თქმითაც, აღნიშნულ სიახლის სამართლის საქმეზე პირველმა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, შემდეგ კი საქმე რამდენიმე ეპიზოდად დაიყო. ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას,… The post საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →