სიახლე

კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum)

პარალელი

სააგენტო "პარალელი" კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum) ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის კიდევ ერთ წარმომადგენელზე: ❓ იცოდით, რომ ყოჩივარდებს შორის არსებობს სახეობა, რომელიც მხოლოდ საქართველოში გვხვდება? განსხვავებით სხვა სახეობებისგან, რომლებიც გაზაფხულის მოსვლას გვამცნობენ, კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum) ყვავილობას ზაფხულში იწყებს და შემოდგომის თბილ დღეებამდე თავისი სილამაზით გვანებივრებს. მცენარე დასავლეთ საქართველოს ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობაა. მას შეხვდებით რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო […] კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum) პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის კიდევ ერთ წარმომადგენელზე:

❓ იცოდით, რომ ყოჩივარდებს შორის არსებობს სახეობა, რომელიც მხოლოდ საქართველოში გვხვდება?

განსხვავებით სხვა სახეობებისგან, რომლებიც გაზაფხულის მოსვლას გვამცნობენ, კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum) ყვავილობას ზაფხულში იწყებს და შემოდგომის თბილ დღეებამდე თავისი სილამაზით გვანებივრებს.

მცენარე დასავლეთ საქართველოს ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობაა. მას შეხვდებით რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. იზრდება იქ, სადაც კირქვიანი ღორღი, კლდეები და ნოტიო ტყეებია: მთისწინებიდან ალპურ ველებამდე (ზღვის დონიდან 300-2500 მეტრზე).

კოლხური ყოჩივარდას ნაზი, უკან გადაკეცილი გვირგვინის ფურცლები მკვეთრი იასამნისფერი ან ვარდისფერია, ძირში კი მუქი მეწამული ლაქა აზის. რაც ყველაზე მთავარია, კოლხური ყოჩივარდა საოცრად სურნელოვანია, რაც მას სხვა სახეობებისგან განასხვავებს.

კოლხური ყოჩივარდა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და ჩვენი უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია.

კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum)
პარალელი


მსგავსი