უკრაინა რუსულ პოზიციებს დრონებით და რობოტებით იკავებს
უკრაინის არმიამ რუსული საგუშაგო მხოლოდ უპილოტო პლატფორმების, სახმელეთო სისტემების, დრონებისა და რობოტების დახმარებით დაიკავა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაცია ქვეითი ჯარის ჩართულობისა და დანაკარგების გარეშე განხორციელდა, მოწინააღმდეგე მხარე კი ტყვედ ჩაბარდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მთავარი გარანტიაა. ზელენსკის თქმით, 22,000-ჯერ ფრონტის ხაზზე ჯარისკაცის ნაცვლად რობოტი გავიდა. გარდა ამისა, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედების რადიუსი საზღვრიდან უკვე 1,750 კილომეტრს აღწევს. პარალელურად, პრეზიდენტმა პარტნიორებს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შესთავაზა. The post უკრაინა რუსულ პოზიციებს დრონებით და რობოტებით იკავებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →