სიახლე

კვების ობიექტებში პლასტიკის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება – რეგულაცია 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

რეგიონალური სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, პლასტმასის ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე შეზღუდვები ეტაპობრივად მკაცრდება. 2026 წლის 1 აპრილიდან უკვე აკრძალულია პლასტმასის ჭურჭლისა და ერთჯერადი პროდუქტების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში მათი გამოყენება. 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლისთვის საკვებისა და სასმლის პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლით მიწოდება, მათ შორის პლასტმასის ბოთლებით. 2031...

პირველწყარო →

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, პლასტმასის ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე შეზღუდვები ეტაპობრივად მკაცრდება.

2026 წლის 1 აპრილიდან უკვე აკრძალულია პლასტმასის ჭურჭლისა და ერთჯერადი პროდუქტების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში მათი გამოყენება.

2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლისთვის საკვებისა და სასმლის პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლით მიწოდება, მათ შორის პლასტმასის ბოთლებით.

2031 წლის 1 თებერვლიდან კი აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება (გარდა ექსპორტისა და გარკვეული გამონაკლისებისა).


მსგავსი