სიახლე

ურთიერთშელაპარაკება კოდაში – შსს-ს თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა

მედიაცენტრი

სოფელ კოდაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც ურთიერთშელაპარაკების დროს, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, გამოძიება მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო. 13 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით და სავარაუდოდ, ბეტონის საფარის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა). The post ურთიერთშელაპარაკება კოდაში – შსს-ს თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი