სიახლე

“ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება”- ტრამპი ირანზე

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ელჩებთან, სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ერთად კარგი სამუშაო გაწია ირანთან მოლაპარაკებების კუთხით. „შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარემ დაგვირეკა, მათ ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა. კითხვაზე, თუ რა იყო საკითხი, რომელმაც მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ბირთვულ იარაღს ეხებოდა. „ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ჩვენ ბევრ რამეზე დავთანხმდით, მაგრამ ისინი ამაზე არ დათანხმდნენ. და ვფიქრობ, რომ ისინი ამას დათანხმდებიან“, – აღნიშნა ტრამპმა. The post “ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება”- ტრამპი ირანზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი