„ორბანმა საკუთარი თავი სრულ იზოლაციაში მოაქცია“ – ევროპარლამენტარი
„ეს დამაჯერებელი გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს ევროკავშირისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ ორბანმა საკუთარი თავი სრულ იზოლაციაში მოაქცია. ის მუდმივად ძირს უთხრიდა ევროპის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკას“ – აცხადებს ევროპარლამენტარი ტინეკე სტრიკი უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ორბანის დამარცხება ნიშნავს, რომ უნგრეთი ევროპას უბრუნდება. „ეს ნიშნავს უნგრეთის დაბრუნებას ევროპაში და მის მონაწილეობას კონსტრუქციულ კოალიციაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ როგორც მაგიარი დაჰპირდა ხალხს დააბრუნოს ფული. ის ასევე მზად არის განახორციელოს რეფორმები. ეს ნიშნავს, რომ პეტერ მაგიარის შეუძლია განახორციელოს ის რეფორმები, რომლებსაც ხალხი ასე მოუთმენლად ელის“ – აცხადებს ევროპარლამენტარი The post „ორბანმა საკუთარი თავი სრულ იზოლაციაში მოაქცია“ – ევროპარლამენტარი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →