ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი ირანში შეიარაღების გაგზავნას აპირებს
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი მომდევნო რამდენიმე კვირაში ირანში შეიარაღების, კერძოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაგზავნას აპირებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული დაზვერვა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა და საკვანძო პარტნიორების დახმარებით გადაიარაღდეს. CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ პეკინს ირანისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა მესამე ქვეყნის მეშვეობით სურს, რათა საკუთარი თავი შენიღბოს. იარაღი, რომლის გადაცემასაც პეკინი თეირანისთვის აპირებს, მოიცავს ანტისაჰაერო სისტემას სახელწოდებით MANPAD, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საჰაერო ხომალდების ჩამოსაგდებად გამოიყენება. The post ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი ირანში შეიარაღების გაგზავნას აპირებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →