სიახლე

“ვინ ჩამოაყალიბებს უნგრეთის მთავრობას: ზელენსკი თუ მე”- ორბანი

მედიაცენტრი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია. „მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას: ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე“, – განაცხადა ორბანმა. ვიქტორ ორბანის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება. „უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. The post “ვინ ჩამოაყალიბებს უნგრეთის მთავრობას: ზელენსკი თუ მე”- ორბანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი