სიახლე

ბუდაპეშტში ორბანის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართა

მედიაცენტრი

ბუდაპეშტში ორბანის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელსაც 100 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. კონცერტი, სახელწოდებით „Rendszerbontó“ [სისტემის დამანგრეველი] 10 აპრილის, ბუდაპეშტის გმირთა მოედანზე, საღამოს საათებში დაიწყო და 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. კონცერტზე, რომელშიც ქვეყნის ათობით ყველაზე პოპულარული შემსრულებელი მონაწილეობდა, უნგრელებს მოუწოდებდნენ, რომ 12 აპრილს მოქალაქეებმა ხმა მისცენ ორბანის მთავრობის შეცვლას. 50-ზე მეტი შემსრულებელი ორბანის მისამართით პროტესტს საკუთარი მუსიკით გამოხატავდა. AP-ის ცნობით, კონცერტზე ძირითადად ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, რომლებიც Ruszkik haza!“ ანუ რუსებო, წადით სახლში-ს სკანდირებდნენ. The post ბუდაპეშტში ორბანის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი