პოლონეთში ქართველ ქალს 5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 40 წლის ქალს 5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს. ქვეყნის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გავრცელებული ცნობებით, ჩვილი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს — მას იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს აღენიშნებოდა როგორც ძველი მოტეხილობები, ასევე თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმები. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ჩვილი, სავარაუდოდ, ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლი იყო. მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა, 5 თვის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე აღმოჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმეზე დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი — მოლდოვის მოქალაქე მამაკაცები. გამოძიების ვერსიით,… The post პოლონეთში ქართველ ქალს 5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →