სიახლე

რუსთავში 14 წლის ბიჭს ეძებენ

მედიაცენტრი

რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. ლუკა კაპანაძე სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დედის თქმით, მოზარდი მას 2 დღის წინ დაუკავშირდა „2 დღის წინ დამირეკა, მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო. იმავე ნომერზე რომ გადავრეკე, მითხრეს რომ ისნის მეტროსთან იმყოფებოდა და გამვლელისთვის უთხოვია ტელეფონი“, – ამბობს დედა. ლუკა კაპანაძეს აცვია შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე – 555474280. The post რუსთავში 14 წლის ბიჭს ეძებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი