ირანის დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ამერიკულ მხარესთან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანულ დელეგაციას ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაშია აგრეთვე ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამად ბაღერი ღალიბაფი.
ირანული მედია ისლამაბადში ირანული დელეგაციის ჩასვლას უარყოფს.
პაკისტანში ელოდებიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე იქნებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.
The post ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე ჩავიდა appeared first on .