დღეს ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება – სამებაში მსახურებას მეუფე შიო აღავლენს
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ამ დღეს, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დღეს მორწმუნეები წითლად ღებავენ კვერცხებს. მოქმედ ტაძრებში შესრულდება გარდამოხსნის წესი. სამების საკათედრო ტაძარში, 9:00 საათზე დაიწყება დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე ჩატარდება მწუხრის ჟამნი, შემდეგ გამოაბრძანებენ გარდამოხსნას, მსახურებას კი პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. “ვნების კვირეულის პარასკევს უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში – ამ დღეს, ადამიანმა უმძიმესი სასჯელით დასაჯა ღმერთი. იმ დროს, მოგეხსენებათ, რომის იმპერიაში ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო. ჯვარზე გააკრეს… The post დღეს ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება – სამებაში მსახურებას მეუფე შიო აღავლენს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →