სიახლე

ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა _ ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების წესში

GuriaNews

3 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი, საკრებულოს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გააცნო. მართალია, დღის წესრიგი ორი საკითხისგან შედგებოდა, თუმცა, მნიშვნელოვანი პირველი საკითხის ირგვლივ, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის ცვლილებას ეხებოდა და სახალხო ინტერესის საგანია, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სერვისების სამსახურის […] The post ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა _ ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების წესში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

3 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი, საკრებულოს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გააცნო.

მართალია, დღის წესრიგი ორი საკითხისგან შედგებოდა, თუმცა, მნიშვნელოვანი პირველი საკითხის ირგვლივ, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის ცვლილებას ეხებოდა და სახალხო ინტერესის საგანია, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსმა მარიკა დარჩიამ ისაუბრა.

მან პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზებსა და ძირითად მახასიათებელ ნიშნებზე გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნული ცვლილების მიღება განპირობებულია მოქმედი წესის დახვეწის, პროგრამის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობით. კერძოდ კი, საჭირო გახდა საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების პირობების უფრო მკაფიოდ განსაზღვრა, გადაწყვეტილების პროცედურის დაზუსტება და ბენეფიციართა წრის კონკრეტიზაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნობრივი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გახორციელება.

2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესში ცვლილება შემდეგი რედაქციით მოხდება:

პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტებით. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფი/კომისია.

გამონაკლის შემთხვევაში, მომსახურების უფლება აქვთ პაციენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდებათ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე (დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი _ ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები…).

ვის გაეწევა მერის მიერ შექმნილი კომისიის მიერ დახმარება? ესენია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების 80%, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ათასი ლარისა.

მოქალაქემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა # IV-100/ა ან შესაბამისი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამტკიცებული); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია; ე) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ვ) თანადაფინანსების შემთხვევაში _ გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით მიღებული დაფინანსების შესახებ; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია კომისიის მოთხოვნის შესაბამისად.

საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დადგენილების დამტკიცებას.

მეორე საკითხის ირგვლივ: “რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტის დამტკიცების შესახებ”, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოჩა აბაშმაძემ ისაუბრა.

მან თქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ემატება თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ძირითადად, სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დახმარებებით ხდება შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობი საჭირო მასალების შესყიდვა, მილხიდების მოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, სკვერის ტერიტორიის შემოღობვა. ასევე, სასაფლაოს ღობის გაკეთება, სანიაღვრე არხების მოწყობა. სულ ჯამური თანხა შეადგენს 2 მილიონ 172 ათას ლარს.

საკრებულოს რამდენიმე წევრმა კითხვებით დააზუსტა, თუ რა სახის სამუშაოებზეა უმეტესად ორიენტირებული ეს პროგრამა. როგორც ყოველთვის, ახლაც ძირითადად ბეტონის საფარი დაიგება ძნელად მისადგომ უბნებში.

განკარგულება დაამტკიცეს.

საბოლოოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი დაამტკიცეს:

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილება და განკარგულება “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ”.

The post ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა _ ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების წესში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი