რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი დემონსტრანტ მარიამ მეყანწიშვილს, რომელიც მას „რუს მონას“ ეძახდა, ფიზიკურად შეეხო, ხელი ჩაავლო და მოიშორა. ინციდენტი მოხდა პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც დილიდან შეიკრიბნენ დემონსტრანტები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ.
„რუსო მონავ, მოღალატევ და გამყიდველო! რუსო აგენტო! ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების გამყიდველო!“ – ამ სიტყვებით მიმართავდა მეყანწიშვილი დავითულიანს მაშინ, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
„გავიგე, ახლა მიბრუნდი. იმდენს წვალობ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენო და არ მოგაყენებ“, – უთხრა პოლიტიკოსმა დემონსტრანტს და ზურგი აქცია.
მეყანწიშვილი კვლავ აგრძელებდა პოლიტიკოსთან კომუნიკაციას, რასაც დავითულიანი ხმის აწევით პასუხობდა.
„გავიგე, გაბრძანდი! გაიწიე! მერე, მერე… ვაიმე, გული მისკდება ამას რომ მეუბნები“, – მიმართა კულტურის მინისტრის მოადგილემ დემონსტრანტს, ხელი ჩაავლო და მოიშორა.
ამის შემდეგ დავითულიანი თანმხლებმა პირებმა გაიყვანეს.
The post ბექა დავითულიანი აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს, რომელმაც მას „ქვეყნის გამყიდველი“ და „რუსის მონა“ დაუძახა, ფიზიკურად შეეხო appeared first on გურია ნიუსი.