გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერმა 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ადგილზე მყოფი მოქალაქეების შეძახილები: „მადლობა, მადლობა“.
„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს.
აქ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ამიტომ, ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას, ასევე, მსოფლიოს ყველა იმ ხალხს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის“, – თქვა ფიშერმა.
ფოტო: MO SE
The post პეტერ ფიშერი: “9 აპრილის მოვლენები ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა” appeared first on გურია ნიუსი.