სიახლე

ტრამპი ომის განახლებით იმუქრება, თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს

GuriaNews

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ იმუქრება ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალის გამოყენებით, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არ შეასრულებს. „აშშ-ის ყველა ხომალდი, თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი — დამატებითი საბრძოლო მასალით, შეიარაღებითა და ყველაფრით, რაც საჭიროა უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის სასიკვდილო დევნისა და განადგურებისთვის — დარჩება ირანში და მის გარშემო მანამ, სანამ მიღწეული „ნამდვილი შეთანხმება“ სრულად არ […] The post ტრამპი ომის განახლებით იმუქრება, თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ იმუქრება ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალის გამოყენებით, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არ შეასრულებს.

„აშშ-ის ყველა ხომალდი, თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი — დამატებითი საბრძოლო მასალით, შეიარაღებითა და ყველაფრით, რაც საჭიროა უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის სასიკვდილო დევნისა და განადგურებისთვის — დარჩება ირანში და მის გარშემო მანამ, სანამ მიღწეული „ნამდვილი შეთანხმება“ სრულად არ შესრულდება,“ — წერს ტრამპი “Truth Social”-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სულ რაღაც ერთი დღით ადრე მან აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ორკვირიანი ზავი გამოაცხადა. თუმცა, ზავი დამოკიდებული იყო ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე — რაზეც ირანი, გავრცელებული ინფორმაციით, უარს ამბობს ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის მასშტაბური დაბომბვების გამო.

აშშ და ისრაელი ამტკიცებენ, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აღიარა, რომ ამ საკითხზე „ლოგიკური გაუგებრობა“ მოხდა. პაკისტანი კი დაჟინებით აცხადებს, რომ ლიბანი ნამდვილად არის ზავის ნაწილი.

პარალელურად, თეთრი სახლი უარყოფს  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანი კვლავ ბლოკავს გემებს სრუტეში და ამტკიცებს, რომ ზავის შემდეგ მოძრაობა აღდგა. თუმცა, ტრამპის გზავნილი მიუთითებს, რომ მისი უკმაყოფილება ირანის მიმართ კვლავ იზრდება.

ტრამპი იმუქრება ბრძოლის განახლებით, თუ ირანთან შეთანხმება არ შესრულდება: „თუ რაიმე მიზეზით ეს არ მოხდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ „სროლა დაიწყება“ იმაზე მასშტაბურად, უკეთესად და ძლიერად, ვიდრე ვინმეს ოდესმე უნახავს“.

„დიდი ხნის წინ შევთანხმდით და მიუხედავად ყალბი რიტორიკისა — არანაირი ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე იქნება ღია და უსაფრთხო!“

ბოლომდე გაურკვეველია, რას გულისხმობს ტრამპი, თუმცა ის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამს მედიის მიერ გავრცელებული ირანის უმაღლესი ეროვნული საბჭოს იმ განცხადებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ირანის მიერ მანამდე, მოლაპარაკებებისას პირადად დადასტურებულ პირობებს.

„ამასობაში ჩვენი დიდებული არმია ივსება და ისვენებს, რეალურად კი თავის შემდეგ დაპყრობას ელოდება,“ — დასძენს ტრამპი.

The post ტრამპი ომის განახლებით იმუქრება, თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი