სიახლე

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა – დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა საქართველოს ისტორია

რეგიონალური სიახლეები

9 აპრილის ტრაგედია მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, როდესაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალადობრივად დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი მოიწამლა დაუდგენელი შემადგენლობის გაზით. მიუხედავად ამ მძიმე ტრაგედიისა, ზუსტად ორი წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს – საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა...

პირველწყარო →

9 აპრილის ტრაგედია მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, როდესაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალადობრივად დაარბიეს.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი მოიწამლა დაუდგენელი შემადგენლობის გაზით.

მიუხედავად ამ მძიმე ტრაგედიისა, ზუსტად ორი წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს – საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. სწორედ ამიტომ, 9 აპრილი ერთდროულად არის გლოვისა და თავისუფლების დღე.

ამ დღეს ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს:
ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის; თამარ ჭოველიძე, 16 წლის; ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის; აზა ადამია, 22 წლის; ნინო თოიძე, 22 წლის; ნატო გიორგაძე, 23 წლის; ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის; მანანა მელქაძე, 26 წლის; თამუნა დოლიძე, 28 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წ; მანანა ლოლაძე, 34 წლის; ნანა სამარგულიანი, 41 წლის; მზია ჯინჭარაძე, 43 წლის; ვენერა მეტრეველი, 45 წლის; თამარ მამულაშვილი, 50 წლის; ზაირა კიკვიძე, 61 წლის; თინა ენუქიძე, 70 წლის; მამუკა ნოზაძე, 21 წლის; გია ქარსელაძე, 25 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის.

მათი თავგანწირვა გახდა საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

მადლობა გმირებს ბრძოლისთვის,
მადლობა თავგანწირვისთვის,
მადლობა თავისუფლებისთვის!

🇬🇪

მსგავსი