სიახლე

ისრაელმა ბეირუთზე ახალი ავიადარტყმები განახორციელა

მედიაცენტრი

ისრაელმა ბეირუთზე ახალი ავიადარტყმები განახორციელა. ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის სამხედროების განცხადებით, მათ სამიზნეს “ჰეზბოლას” მეთაური წარმოადგენდა. ლიბანური მედიის ინფორმაციით, ავიადარტყმა ბეირუთის ტალეტ ელ-ზაიიატის უბანში მოხდა. მოგვიანებით, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში, განხორციელებული თავდასხმების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 112 ადამიანი დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, დღევანდელი თავდასხმების შედეგად 837 ადამიანი დაიჭრა. The post ისრაელმა ბეირუთზე ახალი ავიადარტყმები განახორციელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი