“ვენსი უნგრეთში არჩევნებამდე იმყოფებოდა, რაც თავისთავად მეტყველებს, ვინ ერევა პროცესში”- გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი
გერმანიის მთავრობა უარყოფს ჯეი დი ვენსის ვენსის ბრალდებებს უნგრეთის არჩევნებში ევროკავშირის ჩარევის შესახებ. მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, სებასტიან ჰილემ განაცხადა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბუდაპეშტში ვენსის ვიზიტი აჩენს კითხვებს არჩევნებში მისი მხრიდან შესაძლო ჩარევის შესახებ. „უარვყოფთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ბრალდებებს, რომელიც უნგრეთში გამართულ ღონისძიებაზე გააჟღერა, ევროკავშირის მხრიდან უნგრეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რადგან ვენსი საუბრობს ევროკავშირის სავარაუდო ჩარევაზე, თავად ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, ვინ ერევა პროცესში“, – განაცხადა ჰილემ. ამასთან, ჰილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პატივს… The post “ვენსი უნგრეთში არჩევნებამდე იმყოფებოდა, რაც თავისთავად მეტყველებს, ვინ ერევა პროცესში”- გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →