შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის სტატუსით ავთანდილ ჭრიკიშვილი და დაურ ისმაილოვი.
ღონისძიება სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციას. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ მარნეულის საჯარო სკოლების დირექტორები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ასისტენტები და მშობლები.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების მიმდინარე გამოწვევებს, პრაქტიკაში არსებულ სირთულეებსა და მათი გადაჭრის გზებს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სისტემის განვითარების პერსპექტივებზე და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
დასასრულს, ავთანდილ ჭრიკიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი დიალოგის ფორმატი ხელს უწყობს საჭიროებების სწორად შეფასებას და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ინკლუზიური განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.