სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ პროექტის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

რეგიონალური სიახლეები

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი უძღვებოდა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. პანელური დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერაზე, საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო...

პირველწყარო →

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი უძღვებოდა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

პანელური დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერაზე, საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მარნეულის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოდაბრელიძემ, კოლეჯი „მოდუსის“, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.


მსგავსი