ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესოს გაუფორმებენ
თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ ვლადიმერ ღუდუშაურს, რომელიც ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, საპროცესო შეთანხმება 4 წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გაუფორმდება. ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც ამ საქმეზე პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. საქმეზე დაკავებული დანარჩენი პირების ბურჭულაძის მოადგილის გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის მიმართ პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. საქმის პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ღუდუშაურმა გამოძიებასთან პირველივე დღიდან ითანამშრომლა და ეს იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი. “საპროცესო შეთანხმების გაფორმება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის დამნაშავედ იქნება ცნობილი. მან დანაშაული თავიდანვე აღიარა,… The post ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესოს გაუფორმებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →