მწერალი, ბელა ალანია:
დაკარგული საგანძური
რაღაც დროის განმავლობაში, დაქირავებულ სახლში ვცხოვრობდით წერეთლის პროსპექტზე. საკმაოდ მორყეული, ვიტყოდი, ფარღალალა კარი ჰქონდა ბინას. სახლიდან გასვლისას თუ რამე ღირებული მებადა, ხელჩანთაში ვიყრიდი. ღია კარში დატოვების მეშინოდა.ერთხელ ბაზარში წავედი. თანდათან ვმძიმდებოდი. ნაყიდი საქონელი მემატებოდა, რომელიც ორივე ხელში მქონდა გადანაწილებული. ასე დატვირთული მივიტანე მანქანამდე. მძღოლმა საყვედური მითხრა, რა უხერხულია, მე აქ ვზივარ, გელოდებით, თქვენ კი ტვირთს ეზიდებითო. როცა ყველაფერი საბარგულში ჩავალაგეთ, ჩემი ხელჩანთა ვერსად ვიპოვე. ვერ აგიწერთ, რა დამემართა იმ წუთს. კომბოსტოთი და ხახვით სავსე საბარგულს შევცქეროდი და სანოვაგით სავსე პარკებში ვეძებდი ხელჩანთას.დავიწყე ფიქრი, ბოლოს როდის ამოვიღე საფულე, როდის გადავიხადე, როგორ წამოვედი იმ ადგილიდან. გასახსენებელიც დიდი არაფერი იყო. უცებ აღვიდგინე გონებაში ჩემი მარშრუტი და იმ ადგილისკენ შურდულივით გავიქეცი. თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი ბაზრის ერთ-ერთ სექციაში, სადაც ბოლოს რძის ნაწარმი მქონდა ნაყიდი. აქოშინებული მივეჭერი და გამყიდველს ჩემი შავი ჩანთა მოვკითხე. მომისმინა და დიდი პაუზის შემდეგ მშვიდად მითხრა:
ამ ადამიანების ტკივილისა და გასაჭირის ფონზე, მოსატანი არ იყო ოქრო-ვერცხლი. ყველაფერმა უცებ დაკარგა ფასი. ნივთების დაბრუნებით განცდილმა სიხარულმაც გამიარა.ხელჩანთა მეჭირა და ახლა უკვე მრცხვენოდა იმ ემოციის, რომელიც მისი დაკარგვისას გამოვხატე. გასაოცარი იყო ხალხით სავსე ამხელა ბაზარში რამის პოვნა, მით უმეტეს, ოქროულიანი ჩანთის. შევცქეროდი ორ ცისფერთვალება კოლხს, ამაყს, უქონელს, მაგრამ იმედითა და რწმენით სავსეს და ბედნიერი ვიყავი მათი აღმოჩენით.იქვე ახლოს შავი ღვინო ვიყიდე და ამით გამოვხატე მადლიერება.მათ მითხრეს, რომ ახლავე გახსნიდნენ, თუ მათთან ერთად მეც ვიტყოდი აფხაზეთის სადღეგრძელოს. ახლომახლოდან შემოგვიერთდნენ სხვებიც. მძღოლი გვერდით მედგა და დროგამოშვებით ღვინის მოსატანად უჩინარდებოდა ხოლმე. სახეზე გაოცება ეწერა. პირველად ხედავდა, როგორ დავცალე ღვინით სავსე ორი ჭიქა ისე, რომ სახე არ შემიჭმუხნია.ჩვენ მანამდე წამოვედით, სანამ ვახტანგურზე გადასვლა მომიწევდა.ისინი დარჩნენ თავიანთი აზრ-ფიქრებით, დარჩნენ თავიანთ აფხაზეთში…
The post “ამ ადამიანების ტკივილისა და გასაჭირის ფონზე, მოსატანი არ იყო ოქრო-ვერცხლი. ყველაფერმა უცებ დაკარგა ფასი”– ბელა ალანია appeared first on .