სიახლე

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით – Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

GuriaNews

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მე-14 წელია აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ გასაუბრება; შერჩეული აპლიკანტებმა უნდა ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტი: TOEFL, GRE, […] The post გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით – Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მე-14 წელია აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით. 

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

  • აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ გასაუბრება;
  • შერჩეული აპლიკანტებმა უნდა ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტი: TOEFL, GRE, GMAT.

სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ–ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ–ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ. 

2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ–ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. 

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.  

2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

(R)

The post გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით – Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი