სიახლე

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

Alia

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს. „ამა წლის 8 აპრილს, დიდ ოთხშაბათს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხებას აღასრულებს. 9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ყოვლადწმინდა სამების […] The post საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს appeared first on .

პირველწყარო →

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს.

„ამა წლის 8 აპრილს, დიდ ოთხშაბათს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხებას აღასრულებს.

9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, 18:00 საათზე კი წაკითხულ იქნება თორმეტი ვნების სახარება.

10 აპრილს, დიდ პარასკევს, 09:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო შეასრულებს დიდ ჟამნობას, 14:00 საათზე – მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის გამოსვენებას.

11 აპრილს, დიდ შაბათს, 23:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სააღდგომო ლიტურგიას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

The post საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს appeared first on .


მსგავსი