საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ომარ გუგეშაშვილის სახელობის ქვემო ქართლის რეგიონულ ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის სპორტსმენმა გეგა ჩიტიაშვილმა (ნორიოდან).
მწვრთნელ იმედა ფრეწუაშვილის ხელმძღვანელობით, გეგა ჩიტიაშვილმა ტურნირზე ჩემპიონობა მოიპოვა. 
