სიახლე

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

ტვ ოდიში

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჟას განცხადებით, FPV ტიპის რუსული დრონი ავტობუსს იმ მომენტში დაეცა, როდესაც ის გაჩერებაზე ჩერდებოდა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის სამი პირის მდგომარეობა მძიმეა. ჰანჟა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დარტყმა მიზანმიმართული იყო და არა შემთხვევითი. „ეს არის […] The post ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა.

ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჟას განცხადებით, FPV ტიპის რუსული დრონი ავტობუსს იმ მომენტში დაეცა, როდესაც ის გაჩერებაზე ჩერდებოდა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის სამი პირის მდგომარეობა მძიმეა.

ჰანჟა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დარტყმა მიზანმიმართული იყო და არა შემთხვევითი.

„ეს არის გააზრებული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ — იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უბრალოდ საკუთარ საქმეებზე მიდიოდნენ,“ — განაცხადა ოლქის ხელმძღვანელმა.

The post ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი