სამი მონასტრის იღუმენები სამღვდელო ხარისხიდან განკვეთეს, ხოლო იღუმენია წინამძღვრობიდან გადააყენეს – საპატრიარქო
„ჩვენთვის ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი საბას (ინწკირველი) მიერ მიღებული კანონიკური გადაწყვეტილების შესახებ, სამი მონასტრის (წმინდა იაკობის სახელობის მონასტრის – ოკლაჰომის შტატიდან, წმინდა ნინოსა და სულიწმინდის სახელობის მონასტრების – მერილენდიდან) სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ“ – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში წერს. „მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) მიერ, ჩვენდამი მოწერილი ახსნა-განმარტებითი მოხსენებით ცნობილია, რომ იღუმენები გასულ წელს განკვეთილი არიან სამღვდელო ხარისხიდან, ხოლო იღუმენია გადაყენებულ იქნა წინამძღვრობიდან, მონასტრის წევრებს კი აეკრძალათ წმინდა ზიარება „იმ მრავალი კანონიკური დანაშაულის გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს ეკლესიის წინაშე“ (ნათქვამია წერილში).… The post სამი მონასტრის იღუმენები სამღვდელო ხარისხიდან განკვეთეს, ხოლო იღუმენია წინამძღვრობიდან გადააყენეს – საპატრიარქო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →