სიახლე

აზერბაიჯანის პირველი ლედის საჩუქარი ეროვნულ მუზეუმს

მედიაცენტრი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პირველი ლედი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა. მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერა მუზეუმის ექსპოზიციები, მათ შორის, „ქვის ხანა საქართველოში“, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა. ასევე, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე „არქეოლოგიური საგანძური“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური საიუველირო ნაკეთობები, რომლებიც ძვ. წ. III ათასწლეულიდან ახ. წ. IV საუკუნემდე თარიღდება. გამოფენა ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის უძველეს კულტურულ ტრადიციებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს „აზერხალიჩის“ წარმოების ხუთი უნიკალური ხალიჩა გადასცა, რომლებიც ტრადიციული წესით, შალისა და აბრეშუმის ძაფებით ხელით არის ნაქსოვი. The post აზერბაიჯანის პირველი ლედის საჩუქარი ეროვნულ მუზეუმს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი