სააგენტო "პარალელი"
“როგორი მაგარი შეგრძნებაა იყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამერიკელი პილოტივით გჯერა, რომ ყველაზე უნუგეშო ვითარებაში, სადაც გადარჩენის შანსები ნულს უტოლდება, შენი სახელმწიფო არ ჩამოგწერს” – ლელა ჯეჯელავა
გადარჩენილი ამერიკელი პილოტის ინსპირაციით, საქართველოს წინა ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
“როგორი მაგარი შეგრძნებაა იყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამერიკელი პილოტივით გჯერა, რომ ყველაზე უნუგეშო ვითარებაში, სადაც გადარჩენის შანსები ნულს უტოლდება, შენი სახელმწიფო არ ჩამოგწერს, მისთვის სატატისტიკა კი არა, ღირებულება ხარ და ამიტომ ძალიან მაღალი რისკების ფასად, დიდი ფინანსური ხარჯების ფასად, მაინც მოვა შენს დასახმარებლად.
თქვენ რომ უსამშობლოებს და აგენტებს ეძახით, ქოცებო, მათი უმრავლესობა ასეთი მოქალაქეობისთვის იბრძვის. ჰოდა წინა ხელისუფლებას რომ ხელს წამოკრავთ ხოლმე ყოველ ჯერზე, გაგახსენებთ, ქართველი მეზღვაურების გამოსახსნელად როგორ იბრძოდა ის ხელისუფლება (მგონი კარბელაშვილი იყო გამტაცებლებთან სარისკო მოლაპარაკებებზე რომ გაუშვეს), ან როგორ არ მიატოვეს მალაიზიაში ციხეში მოხვედრილი ქალბატონები.
ასე ვყალიბდებოდით ნელ-ნელა სახელმწიფოდ, რომლის მოქალაქეობა დაცულულობის და ღირსების ტოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართულ ჯიგრულ პონტში კრიმინალს ვერ შეველიეთ და ენდე, პრემიერ მინისტრიდან დაწყებული მერიის რიგითი თანამშრომლით დამთავრებული ყველა მომპარავი აღმოჩნდა.
“ზატო” მშვიდობა გვაქვს, სუპიც გვაქვს და მეტი რა საჭიროა კმაყოფილებისათვის!?
” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.
“როგორი მაგარი შეგრძნებაა იყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამერიკელი პილოტივით გჯერა, რომ ყველაზე უნუგეშო ვითარებაში, სადაც გადარჩენის შანსები ნულს უტოლდება, შენი სახელმწიფო არ ჩამოგწერს” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი