სიახლე

შემოქმედის საჯარო სკოლაში სასწავლო კონფერენცია თემაზე – “ქალები და დედები საპროგრამო ლიტერატურიდან” გაიმართა

GuriaNews

შემოქმედის საჯარო სკოლაში განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე( ხელძღვანელი ნ. ვაშალომიძე) დაგეგმილი სასწავლო კონფერენცია თემაზე – “ქალები და დედები საპროგრამო ლიტერატურიდან”. „ზოგადად, სასკოლო კონფერენციაში მონაწილეობა მოსწავლეთათვის მხოლოდ აკადემიური აქტივობა არ არის. ის პიროვნული და ინტელექტუალური ზრდის მნიშვნელოვანი ეტაპია. მოსწავლეებს უვითარებს კვლევის, საჯარო გამოსვლის, თვითრწმენის, კრიტიკული აზროვნების უნარებს. საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და, რაც მთავარია […] The post შემოქმედის საჯარო სკოლაში სასწავლო კონფერენცია თემაზე – “ქალები და დედები საპროგრამო ლიტერატურიდან” გაიმართა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
შემოქმედის საჯარო სკოლაში განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე( ხელძღვანელი ნ. ვაშალომიძე) დაგეგმილი სასწავლო კონფერენცია თემაზე – “ქალები და დედები საპროგრამო ლიტერატურიდან”.

ზოგადად, სასკოლო კონფერენციაში მონაწილეობა მოსწავლეთათვის მხოლოდ აკადემიური აქტივობა არ არის. ის პიროვნული და ინტელექტუალური ზრდის მნიშვნელოვანი ეტაპია. მოსწავლეებს უვითარებს კვლევის, საჯარო გამოსვლის, თვითრწმენის, კრიტიკული აზროვნების უნარებს. საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და, რაც მთავარია ,მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას ახალი, უცნობი კუთხიდან შეხედონ მიზნობრივ თემებს.“ – თქვა ნატალია ვაშალომიძემ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ lX, X, Xl, Xll კლასის მოსწავლეები.

1.გურამ კუტალია, თემით “მეგობრობა ასაკს არ ითვალისწინებს”(სარა შვარტისა და ასტრიტ ლინდგრენის მეგობრობის ისტორია);

2.ბარბარე სირაძე -,,სოფიოს ფსიქოლოგიური პორტრეტი”. (მიხ.ჯავახიშვილი “ეშმაკი და ქვა”);

3.სერაფიმე ბურჭულაძე-,,არამთავარ პერსონაჟთა მნიშვნელობა ნაწარმოების თემისა და იდეის გასაგებად”.(გ.ჩოხელის “თევზის წერილებიდან” გამიხარდაის ცოლისა და მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვიდან”- დათას დედის სახეები);

4.მართა ვასაძე-,,გრიგოლ ხანძთელის დედის სახე” (გიორგი მერჩულის”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან”);

5.ლიზი კეჭაყმაძე,,შუშანიკის ღვწლის მნიშვნელობა”(იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამება”);

6.მარიამ ურუშაძე- “აბოს დედის მონოლოგი”( იოანე საბანისძის “აბოს წამება”);

7.მარიამ ჯულაყიძე -,,ილია ჭავჭავაძის დედის, მარიამ ბებურიშვილის წარმომავლობის ისტორია”;

8.ელენე საბაშვილი-“პერსონაჟის ეპითეტური დახასიათება”.(ილია ჭავჭავაძე “ოთაარაანთ ქვრივი”);

9. თათია ვანიძე – “სათაურის სიმბოლური გააზრება პერსონაჟის სახისმეტყველების გასაგებად”(ბერტოლტ ბრეხტი ,,უღირსი დედაბერი”);

10.ლიზი ხვინგია- -“დარეჯანის შეფასება ილიასეული ქალის დანიშნულებისა და საზოგადოებრივი მნიშვნელიბის ფონზე” (ი.ჭავჭავაძე “კაცია-ადამიანი?!”);

11.მარიამ დარჩია- “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა”- ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრიანი დედაკაციდან” დედის დახასიათება;

11.ანა ერქომაიშვილი-,,როგორ აისახა მარგოს ცხოვრებაზე გარდამალი ეპოქა.”(მიხ.ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები”);

12.ეთერ გოგოლაშვილი-,,ელენეს პიროვნული ტრაგედია და ტრაგედიის მიზეზები”(დავით კლდიაშვილი “სამანიშვილის დედინაცვალი”);

13.ელენე გორგაძე -,,ელისაბეთ რუსე -სარკე საზოგადოების პიროვნების მიმართ დამოკიდებულებისა.”(გი დე მოპასანი ,,ფუნთუშა”);

14.ეკატერინე ჭავჭავაძე “მხატვრულ დეტალებზე დაკვირვებით ელის ფსოქოლოგიური პორტრეტის შექმნა”(ნიკო ლორთქიფანიძე “შელოცვა რადიოთი”).

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური ნახატები:

ნონა დარჩიამ და ბარბარე ერქომაიშვილმა-შუშანიკის ,დაჩი სიხარულიძემ-აბოს დედის პორტრეტები. სერაფიმე ბუჭულაძემ მოთხრობის”ეშმაკის ქვა” საპრეზენტაციო ეპიზოდი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნის lX კლასის მოსწავლის გურამ კეკუტიას ტექნიკური მხარდაჭერა , რომელმაც უფრო საინტერესო გახადა კონფერენციის მსვლელობა.

კონფერენციამ საინტრესოდ ჩაიარა, დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ბავშვებმა შეაფასეს მონაწილეთა პრეზენტაციები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კონფერენციის მიზნის მიმართ.

მოსწავლეებს კონფერენციაში მონაწილეობისათვის გადაეცათ სიგელები.

The post შემოქმედის საჯარო სკოლაში სასწავლო კონფერენცია თემაზე – “ქალები და დედები საპროგრამო ლიტერატურიდან” გაიმართა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი