“ვფიქრობ, ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას”- ტრამპი
“ირანი სწრაფად თუ არ დათანხმდება შეთანხმებას, ვფიქრობ, ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას”– ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანში გამართული აქციების დროს 45 000 ადამიანი დაიღუპა და აღნიშნა, რომ მან მომიტინგეებს იარაღი გაუგზავნა. „თუ ირანი სწრაფად არ დათანხმდება შეთანხმებას, ვფიქრობ, ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას. ნახავთ, როგორ ჩამოინგრევა ხიდები და ელექტროსადგურები მთელ ქვეყანაში. ირანის სახელით მომლაპარაკებელ ადამიანებს დროებით ამნისტია მიეცათ, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ვფიქრობ, ხვალვე შევძლებ შეთანხმების მიღწევას. დიდი შანსია, რომ ხვალ შეთანხმება იქნება. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს”,- განაცხადა ტრამპმა. The post “ვფიქრობ, ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას”- ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →