“მთელი რეგიონი თქვენთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა”- გაფრთხილება აშშ-ს და ისრაელს
ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში მთელი რეგიონი მათთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა. „მტრობა თუ გამწვავდება, მთელი რეგიონი თქვენთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა; ირანის ისლამური რესპუბლიკის დამარცხების ილუზია გადაიქცევა ჭაობად, რომელშიც ჩაიძირებით“, – აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი. ირანში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს 48 საათი აქვს შეთანხმების მისაღწევად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას „ჯოჯოხეთი დაატყდება თავს“. The post “მთელი რეგიონი თქვენთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა”- გაფრთხილება აშშ-ს და ისრაელს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →