სიახლე
ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებულ თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
მედიაცენტრი
ქმრის – ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო. თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა. თეკლას გერსამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებულ თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.