“ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას”- იოჰან ვადეპული
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული თვლის, რომ ეფექტურობის მიზნით, ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დიდწილად მიატოვებს ერთსულოვნების პრინციპს. „საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – განაცხადა ვადეპულმა. მისივე თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირის მუშაობას „კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით“. „უკრაინისთვის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული მთელი ჩვენი გამოცდილება ამას ადასტურებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. The post “ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას”- იოჰან ვადეპული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →