“ორი ახალგაზრდის გარდახვალება გაზის გაჟონვას არ უკავშირდება”- განცახდება
თბილისი ენერჯის განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ორი ახალგაზრდის გარდაცვალება გაზის გაჟონვას არ უკავშირდება. “ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია. თბილისი ენერჯის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად ცეოს (ნამწვის), ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. The post “ორი ახალგაზრდის გარდახვალება გაზის გაჟონვას არ უკავშირდება”- განცახდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →